ბიოგრაფია

                  ზაქარია ფალიაშვილი  1871-1933
                                                                                                                                               
გამოჩენილი ქართველი კომპოზიტორი, დირიჟორი, პედაგოგი, ქართული საკომპოზიტორო სკოლის ფუძემდებელი ზაქარია პეტრეს ძე ფალიაშვილი (1871–1933). მუსიკალური განათლება მიიღო ჯერ თბილისის სამუსიკო სასწავლებელში (1891–99), ხოლო 1900–03 – მოსკოვის კონსერვატორიაში.
1903 დაბრუნდა საქართველოში და დაიწყო აქტიური შემოქმედებითი პედაგოგიური და საშემსრულებლო (ორგანისტი და დირიჟორი) მოღვაწეობა. იყო “ქართული ფილარმონიული საზოგადოების” ერთ–ერთი დამაარსებელი (1905). 1908–17 სათავეში ედგა ამ საზოგადოების სამუსიკო სკოლას, აქვე შექმნა გუნდი და ორკესტრი. იყო “ქართულ ენაზე ოპერების გამმართველი საზოგადოების” აქტიური წევრი, თბილისის კონსერვატორიის პედაგოგი (1919) და დირექტორი (1919, 1923, 1928–32).
შეკრიბა, ჩაიწერა და გამოსცა ხალხური სიმღერების 2 კრებული. ხალხური შემოქმედების თავისებურებათა მხატვრული განზოგადებისა და მსოფლიო კლასიკური მუსიკის ტრადიციებთან მათი შერწყმის საფუძველზე ფალიაშვილმა შექმნა ქართული კლასიკური მუსიკის სტილი. ფალიაშვილის მონუმენტური ოპერა–ტრაგედია “აბესალომ და ეთერი” (1919) და ლირიკული დრამა ოპერა “დაისი” (1923) შესულია მსოფლიო მუსიკალური კულტურის საგანძურში და ფართოდაა აღიარებული.





No comments:

Post a Comment