ოპერა პირველად რენესანსის დროინდელ იტალიაში გამოჩნდა, როგორც გართობის ელემენტი. მან ხალხში სწრაფად მოიპოვა პოპულარობა და ევროპის სხვა ქვეყნებიც დაიპყრო.
რენესასნსის პერიოდში ადამიანებს მოსწონდათ ყველაფერი, რასაც კი საერთოდ ჰქონდა ანტიკურ საბერძნეთთან და რომთან. ასე რომ, როდესაც ფლორენციაში სწავლულთა, პოეტთა და მუსიკოსთა ჯგუფები მათი დროის დრამის შექმნის გზებს ეძებდნენ, აზრად მოუვიდათ ძველი ბერძნებისათვის მიებაძათ, რომლებიც, როგორც მათ სჯეროდათ, კი არ ლაპარაკობდნენ, არამედ მღეროდნენ. 1597 წელს ასე შეიქმნა საოპერი ჟანრის პირველი ნიმუში "დაფნე" ჯაკოპო პერისმუსიკაზე. “დაფნეს” მალევე მოჰყვა პერის მეორე ოპერა “ევრიდიკე”, რომელიც 1660 წელს დაიდგა.
No comments:
Post a Comment